მხარი დაუჭირე ქართულ ლეგიონს უკრაინაში

“ქართული ლეგიონი” მოხალისეობრივი სამხედრო დანაყოფია, რომელიც 2014 წელს უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყებისას შეიქმნა და დღემდე აქტიურადაა ჩართული მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციებში.უკრაინისა და საქართველოსთვის ამ ისტორიულ მომენტში, თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია, მხარი დავუჭიროთ ქართველ გმირებს, რომლებიც ორი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად იბრძვიან.🔗 georgianlegion.ge

“სირცხვილია” ირაკლი ბაბუას სოლიდარობის აქციას უერთდება

2020 წლის 30 სექტემბერს, ოკუპირებული გალის რაიონში საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა უკანონოდ დააკავეს. ამ დღეს, ირაკლი ბებუამ „აფხაზეთის გამარჯვების“ წლისთავზე გალის კულტურის სასახლის მთავარ შესასვლელში გამოკრული ე.წ. “აფხაზეთის რესპუბლიკის” დროშა დაწვა. ბრალის დასამძიმებლად, საოკუპაციო ძალებმა მას ხელყუმბარა “ჩაუდეს” და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. დაკავებიდან დღემდე, საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს არცერთი ქმედითი ნაბიჯი იმისთვის, რათა…

15 წელი აგვისტოს ომიდან

აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს ომში რუსული აგრესიის შედეგად დაიღუპა 170 ჯარისკაცი, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი. 30 000-მდე ადამიანი დღემდე იძულებით გადაადგილებული პირია. ომამდელ დღეებში 6 აგვისტო ყველაზე დაძაბული იყო. საოკუპაციო ძალები საქართველოს ტერიტორიას თავს მთელი დღის მანძილზე ესხმოდნენ. რუსული მედიის ცნობებით, 6 აგვისტოს ცხინვალში უკვე ყველა…

მხარდაჭერა Tbilisi Pride-სა და Pride Fest-ს

მოძრაობა “სირცხვილია” მხარდაჭერას უცხადებს Tbilisi Pride-სა და Pride Fest-ის ყველა ორგანიზატორსა და მონაწილეს. ეს დღე არა რომელიმე ჯგუფისა თუ ორგანიზაციის მარცხის, არამედ ხელისუფლების მხრიდან ავტორიტარიზმის დეკლარირების ახალი სიმბოლოა. საქართველოს ხელისუფლებამ დღეს გვაჩვენა, რომ ის კვლავ რუსული პოლიტიკის კვალს მიჰყვება და მისი პირდაპირი მიზანი სიტყვის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვის გზით დემოკრატიის განადგურებაა. მათ 2021 წლის…

ორი წელი 5 ივლისის დარბევიდან

5 ივლისიდან ორი წელი გავიდა. დღეიდან, როცა დედაქალაქის ქუჩებში “ქართული ოცნების” დაქვემდებარებაში მყოფმა ჯგუფებმა ჟურნალისტების, აქტივისტებისა და მოქალაქეების ძალადობრივი დარბევა მოაწყვეს. 5 ივლისამდე პრორუსული, ძალადობრივი ჯგუფები პირდაპირ მოუწოდებდნენ მხარდამჭერებს ძალადობისკენ. მიუხედავად ამისა, საქართველოს საპატრიარქომ შეკრებას მხარი დაუჭირა, მოუწოდა მრევლს რუსთაველის გამზირზე შეკრებილიყვნენ, რითიც შემდგომ განვითარებული მოვლენების უშუალო მონაწილე გახდა. მოძალადეებს ხელფეხი გაუხსნა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განცხადებამ.…

თუ პოლიციელი ფოტოს გიღებთ

ალბათ, ხშირად შესწრებიხართ ან თავად ყოფილხართ იმ მოქალაქის ადგილას, ვისაც შეჩერების შემდეგ, პოლიციელი ტელეფონით უღებს ფოტოს და გაგჩენიათ კითხვა, აქვს თუ არა სამართალდამცველს ამის უფლება. პოლიციელს არ აქვს უფლება გადაგიღოთ ფოტო, თუ პირადობის მოწმობა თან გაქვთ და თქვენი იდენტიფიცირება ამ გზითაც მარტივადაა შესაძლებელი. მითუმეტეს არ აქვს მას ამის უფლება – საკუთარი ტელეფონით, სადაც თქვენი პერსონალური…

თუ პოლიციამ დაგაკავათ – ადმინისტრაციული

პოლიციელის მიერ თქვენი დაკავების შემთხვევაში, ეცადეთ, არ გაუწიოთ მას წინააღმდეგობა, რაც არ უნდა უკანონოდ ხდებოდეს ის, რადგან: ეს უშედეგოა და შესაძლოა თქვენი ფიზიკური დაზიანებაც კი მოჰყვეს მიუხედავად იმისა, რომ უკანონო დაკავების დროს, მოქალაქის მხრიდან პოლიციელისთვის ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევა ბუნებრივი რეაქციაა, პრაქტიკა აჩვენებს, რომ, სასამართლოები ამას არ ითვალისწინებენ. დაკავების მომენტის შემდეგ გაწეული ფიზიკური წინააღმდეგობა პოლიციელისთვის წინააღმდეგობის…

თუ პოლიციამ დაგაკავათ – სისხლი

ხელისუფლების მიერ გამოცხადებული რეპრესიების ფონზე, აუცილებელია ვიცოდეთ, როგორ ვიქცევით იმ შემთხვევაში, თუ პოლიციამ დაგვაკავა (სისხლის სამართლის კოდექსი). – გვაქვს თუ არა ახლობელთან დარეკვის უფლება დაკავების შემდეგ? • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი არ შეიცავს დაკავების შემდეგ ბრალდებულის მიერ ტელეფონოთ სარგებლობის უფლებას. პოლიციელი ვალდებულია, დაკავების ფაქტი თავად შეატყობინოს თქვენი ოჯახის წევრს ან თქვენ მიერ შერჩეულ სხვა პირს.…

თუ პოლიციამ სახლში მოგაკითხათ

გახშირდა შემთხვევები, როდესაც პოლიციელები (მართლწესრიგის ოფიცრები) მოქალაქეთა საცხოვრებელ მისამართებზე მოდიან და თქვენი ვინაობის, სამუშაო ადგილისა და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის დადგენას ცდილობენ (აღწერა, ფოტოების გადაღება და ტელეფონის ნომრების შეგროვება). მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ადგენს აღნიშნული ღონისძიების განხორციელების წესს – მსგავსი პროცედურის შესახებ ინფორმაცია არ გვხვდება არცერთ ნორმატიულ აქტში. მართალია, პოლიციას აქვს მსგავსი პრევენციული ღონისძიებების…