სოლიდარობა დაკავებულ აქტივისტებს

დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, საქართველოს ხელისუფლებები კანონსა და სამართალს ორმაგი სტანდარტით ეპყრობიან. ერთი და იმავე ქმედებისთვის მთავრობასთან დაახლოებული პირები პასუხისმგებლობას თავიდან ირიდებენ, ხოლო რიგითი მოქალაქეები უმკაცრესად ისჯებიან. ამის ნათელ მაგალითად გამოდგებიან ის მოძალადე ძალოვნები, რომლებიც მოქალაქეების დასახიჩრების, უკანონო დაკავებებისა და სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემის მიუხედავად, მაინც დაუსჯელი რჩებიან. გვახსოვს შემთხვევებიც, როცა “ქართული ოცნების” სასამართლოს მკვლელობაში ბრალდებული…

არ გაისროლო პიროტექნიკა!

ყოველწლიურად, პიროტექნიკის გამოყენება გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ადამიანების, ცხოველებისა და ფრინველების ჯანმრთელობას.ამპუტირებული თითები, დახოცილი ფრინველები, დასტრესილი ცხოველები, მოწამლული ჰაერი და განადგურებული ქონება რამდენიმეწუთიან სანახაობად არ ღირს. #არგაისროლო #არაპიროტექნიკას

21 დეკემბერს, ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო სხდომა გაიმართება.

ხვალ, 21 დეკემბერს, 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო სხდომა გაიმართება.კანდიდატის სტატუსის მიღება საქართველოს საბოლოო გამარჯვებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამ გზაზე წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა ლაზარესა და სხვა პატრიოტი მოქალაქეების ბრძოლის გარეშე.გავაგონოთ მხარდაჭერა ლაზარეს სასამართლო დარბაზში! 🇬🇪🇪🇺

დაუჭირე მხარი 2%-იან ბარიერს

“მოძრაობა სირცხვილიამ” შეიმუშავა პეტიცია, რომლითაც მოქალაქეებთან ერთად, ხელისუფლებას მოუწოდებს 2024 წლის არჩევნების დაბალი, 2%-იანი ბარიერით ჩატარების შესახებ. “მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა გაიმართოს, საარჩევნო ბარიერი 5%-ია. რაც ზრდის იმის ალბათობას, რომ პარლამენტში მხოლოდ ორი პარტია – “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” მოხვდებიან”…

მიმართვა ოპოზიციას დაბალბარიერიანი საარჩევნო სისტემის აუცილებლობაზე

უკვე ვიცით, რომ ევროკომისია 9 პირობის შესრულებას ითხოვს, რათა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყოს. მათ შორისაა პოლარიზაციის შემცირება და სამართლიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა. დაბალი საარჩევნო ბარიერი ორივე დათქმისთვის მნიშნველოვანი კომპონენტია. ამიტომ, ახლა გვაქვს შესაძლებლობა, მოვითხოვოთ ის, რაც ისედაც გვეკუთვნის და თან ხელი შევუწყოთ როგორც ქვეყნის დემოკრატიის განვითარებასა და ევროინტეგრაციას. მოძრაობა “სირცხვილია” პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს და მოუწოდებს,…

მოძრაობა “სირცხვილია” რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შესახებ

მოძრაობა “სირცხვილია” 11 ნოემბერს რამდენიმე სახის კლუბური ნარკოტიკის ფლობის გამო ზურა ნიჟარაძის დაკავების ფაქტს ეხმაურება: ზურა ნიჟარაძე რეპრესიული ნარკოპოლიტიკის მორიგი მსხვერპლია, რადგან მას არაპროპორციული სასჯელი – 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ხელისუფლება არსებულ ნარკოპოლიტიკას არა საზოგადოებრივი სიკეთის, არამედ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. ნარკოტიკის ის მცირე ოდენობა, რომელიც შსს-ს მტკიცებით, მას უპოვეს, მხოლოდ პირადი მოხმარებისთვისაა…

ევროკომისიის რეკომენდაცია დადებითია! რა იქნება ახლა?!

დიდი მადლობა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელსაც ქვეყნის შინ დაბრუნებისთვის ერთი აგური მაინც დაუდია. კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება 2023 წლის დეკემბერში გამოცხადდება. თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, უნდა გვესმოდეს, რომ ეს საბოლოო დანიშნულების წერტილი არაა. საქართველოს ეროვნული მიზანი ევროკავშირის წევრობაა. ამიტომ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლა გრძელდება! #შინევროპისკენ #home2eu

მცოცავ ოკუპაციას კიდევ ერთი მსხვერპლი ჰყავს

6 ნოემბერს რუსეთის მცოცავ ოკუპაციას კიდევ ერთი ქართველი – თამაზ გინტური ემსხვერპლა. გატაცებული ლევან დოდიაშვილი კი საოკუპაციო ძალების ტყვეობაშია. ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, “ქართულმა ოცნებამ” საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალების რაოდენობა შეამცირა და მათი განთავსების ადგილი საოკუპაციო ხაზს დააშორა. ამ ნაბიჯით, ხელისუფლებამ დაუცველი მოსახლეობა ოკუპანტების პირისპირ მარტო დატოვა. ადგილობრივებს მუდმივი შიშის ქვეშ უწევთ ცხოვრება. საქართველოს…