დონორი ორგანიზაციები
“მოძრაობა სირცხვილიას” 2019 წლიდან მხარს უჭერს სხვადასხვა ინსტიტუციური დონორი. მათი დახმარებით მოძრაობა უზრუნველყოფს ორგანიზაციულ მდგრადობასა და სხვადასხვა ტიპის კამპანიისა და აქტივობის განხორციელებას.
ქოცო, თუ გაინტერესებს, აქ ჩამოთვლილი დონორების მიერ ჩვენთვის ჩარიცხული თანხები რაში დაიხარჯა, ბარემ კამპანიების გვერდზე გადადი. 😊

National Endowment for Democracy
National Endowment for Democracy “მოძრაობა სირცხვილიას” ყველაზე მსხვილი დონორი ორგანიზაციაა, რომელთანაც მოძრაობა 2021 წლიდან თანამშრომლობს. ფონდთან თანაშრმოლობით ორგანიზაცია ამ დროისთვის მეოთხე პროექტზე მუშაობს.

European Endowment for Democracy
European Endowment for Democracy მოძრაობისთვის პირველი მსხვილი დონორი ორგანიზაციაა, რომელთანაც პარტნიორობა 2020 წლიდან იწყება. მათი მხარდაჭერით “მოძრაობა სირცხვილიამ” ორი პროექტი განახორციელა, რამაც ორგანიზაციას ინსტიტუციური განვითარების შესაძლებლობა მისცა.

Civil Society Foundation
“სამოქალაქო საზოგადოების ფონდი” (ყოფილი “ღია საზოგადოების ფონდი”) “მოძრაობა სირცხვილიას” დაფუძნების დღიდან მისი აქტიური და საიმედო პარტნიორია. ფონდის მხარდაჭერით ორგანიზაციას წლების განმავლობაში განხორციელებული აქვს რვა პროექტი.

Helsinki Foundation for Human Rights
Helsinki Foundation for Human Rights მხარდაჭერით “მოძრაობა სირცხვილიამ” 2022 წელს შეძლო ორგანიზაციის რეგიონული აქტივისტური ცენტრების შენარჩუნება და რეგიონული აქტივიზმის გაძლიერება.

New Democracy Fund / ActionAid Denmark
2024 წლის მაისიდან, ახალი დემოკრატიის ფონდი მხარს უჭერს მოძრაობა “სირცხვილიას” მისიაში – გააძლიეროს ქართველი ახალგაზრდების პოლიტიკური ჩართულობის მასშტაბი, განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. ეს პროექტი ხორციელდება ActionAid Denmark-თან პარტნიორობით, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ორგანიზაციული შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაძლიერებასა და ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდა ამომრჩევლების მობილიზებაში.

Prague Civil Society Centre
2024 წლის ივლისიდან პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი მოძრაობა “სირცხვილიას” მხარდამჭერი გახდა. Მათ მიერ დაფინანსებული ინიციატივა, ხელს უწყობს საქართველოში სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას; ხელს უწყობს მოძრაობის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის გაძლიერებასა და ქართველი ამომრჩევლის დემოკრატიული ჩართულობის გაზრდას.

Digital Defenders Partnership
2024 წლის მაისიდან Digital Defenders Partnership მოძრაობა “სირცხვილიას” მნიშვნელოვანი მხარდამჭერი გახდა. პარტნიორობა გვეხმარება ჩვენი ციფრული და ფიზიკური უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის გაძლიერებაში და აუცილებელია სამოქალაქო აქტივისტების უსაფრთხოებისა და პირადი ინფორმაციის დაცულობის უზრუნველსაყოფად.
შემოწირულობა
“მოძრაობა სირვხვილიას” ინსტიტუციური დონორები არ აფინანსებენ ისეთ აქტივობებს, როგორებიც არის საპროტესტო კამპანიები და აქციები, ჰუმანიტარული დახმარებები და ა.შ. ამისთვის ორგანიზაცია მიმართავს საჯარო შემოწირულობის გზას. დონაციის გზით შეგიძლია მხარი დაუჭირო ჩვენი მოძრაობის მრავალფეროვან აქტივობებს.
