რა გვჭირდება გამარჯვებისთვის?

ყველა ვხედავთ თუ რად აქცია  ხელისუფლებამ ჩვენი ყოველდღიურობა. ეს არის დაჭერები, მოქალაქეებთან რეკვა და დაშინების მცდელობა, დაქირავებული ჯგუფების ძალადობა, ჯარიმები დაკავებულების წინააღმდეგ. რუსული კანონით ამზადებენ საფუძველს ორგანიზაციების დასახურად, რომლებმაც არჩევნები უნდა დაიცვან.  ამას ემატება სამთავრობო პროპაგანდა, რომელიც ყოველდღე ახალ სიგიჟეს ამზადებს საინფორმაციო ველისთვის. ვდარდობთ ჩვენი, ჩვენი ოჯახების და ზოგადად ქვეყნის მომავალზე. რეალურად ხელისუფლების მიზანია, რომ…

რა ხდება საქართველოში?

“ქართულმა ოცნებამ” 14 მაისს “უცხოური აგენტების კანონი” მიიღო, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციას და მიუთითებს საგანგაშო ცვლილებაზე რუსეთთან. View this post on Instagram A post shared by Shame Movement (@shamemovement)

“რა აზრი აქვს არჩევნებს”?

ქუჩაში პროტესტი უნდა გაგრძელდეს! სწორედ ქუჩის პროტესტზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ქმედითი იქნება საერთაშორისო პარტნიორების ნაბიჯები, მაგალითად, სანქციების მიმართულებით. პროტესტზე გატარებულ ყოველ დღეს ქვეყნის დემოკრატიის გადასარჩენად უდიდესი მნიშვნელობა აქვს. არჩევნები – 26 ოქტომბერი არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც ძალაუფლების ბედს გადაწყვეტს. თუმცა ჩნდება კითხვა, აქვს კი არჩევნებს აზრი თუ “ოცნებამ” კანონი ბოლომდე გაიტანა?…

რა მოხდება რუსული კანონის მიღების შემდეგ

მოძრაობა “სირცხვილიას” წარმომადგენელი ანა თავაძე ვლოგში იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც შეიძლება ქვეყანაში მოხდეს, თუკი ხელისუფლება “რუსულ კანონს” მიღებს.

მიმართვა ჯგუფს – Massive Attack

თქვენი კონცერტი მუსიკის ნებისმიერი მოყვარულისთვის გამორჩეული მოვლენაა და ქართველი ფანები განსაკუთრებით ელიან თქვენ ჩამოსვლას საქართველოში. ამ ვითარებაში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველას ესმოდეს ის საგანგაშო პოლიტიკური კონტექსტი, რომელიც თქვენს ღონისძიებას ახლავს თან.. ამჟამად ქართული სამოქალაქო საზოგადოება, დამოუკიდებელი მედია, მოწყვლადი სოციალური ჯგუფები, LGBTQ თემი, ქალები, ეთნიკური, რელიგიური და სხვა უმცირესობები ხელისუფლების მხრიდან მასობრივი თავდასხმის ქვეშ არიან. რეპრესიებს სხვადასხვა…

“მოძრაობა სირცხვილია” პრეზიდენტს პეტიციით მიმართავს

12 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 წლით თავიუსფლების აღკვეთა შეუფარდა 22 წლის ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პროკურატურა 7-9 მარტის აქციების დროს პოლიციელებისთვის ქვებისა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებოდა. “მოძრაობა სირცხვილია” საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციით მიმართავს. “თუკი თქვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს პროევროპული კურსი და დასავლური ღირებულებები, უნდა უზრუნველყოთ, რომ მარტის აქციების გამარჯვება…

EMC-ის იურისტი ლაზარეს საქმის მტკიცებულებებზე საუბრობს

12 აპრილს, ლაზარე გრიგორიადისის დაკავებიდან ერთი წლის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლო განაჩენს გამოიტანს.  ლაზარეს საქმის წარმოება მთელი რიგი დარღვევებით მიმდინარეობდა, სადაც სამართლებრივ პროცესს წინ უსწრებდა უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების თავდასხმა ბრალდებულის მიმართ და მისი უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა, ხოლო პროკურატურის გამოძიება ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებსა და საექსპერტო დასკვნებს ეფუძნებობა.  EMC-ის იურისტი გურამ იმნაძე “მოძრაობა სირცხვილიას” მიერ მომზადებულ ვიდეორგოლში…

“არა რუსულ კანონს” – პროტესტის ახალი ტალღა

3 აპრილს “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში “რუსული კანონი” კიდევ ერთხელ, ოფიციალურად დაარეგისტრირა. შეგახსენებთ, რომ ხელისუფლება 2023 წლის მარტში მწვავე სახალხო პროტესტის ფონზე იძულებული გახდა, “უცხოური აგენტების შესახებ” კანონი უკან გაეწვია. მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, ერთი წლის თავზე კიდევ ერთხელ ეცადა აღნიშნული კანონის მიღებას, საზოგადოებაში პროტესტის ახალი ტალღა, საერთაშორისო საზოგადოებისგან კი მწვავე შეფასებები მოჰყვა. “უკან გაიტანოს” ხელისუფლებამ “რუსული…

ვეხმაურებით “ნატოს” გენერალური მდივნის ვიზიტს საქართელოში

ვეხმაურებით “ნატოს” გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტს საქართელოში. საქართველოსა და “ნატოს” მრავალწლიან ურთიერთობაში ამჟამად ბუნდოვანებაა. ერთი მხრივ, ორ ათწლეულზე მეტია, საქართველო “ნატოსკენ” მიმავალ გზაზე პროგრესირებს – მონაწილეობს “ნატოს” სამხედრო მისიებსა და ერთობლივ სწავლებებში, მრავლდება თანამშრომლობის ფორმატები. ქართველი ხალხი ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მთავარ ინსტრუმენტად სწორედ “ნატოს” წევრობას მიიჩნევს, რაც გაწევრიანების სტაბილურად მაღალ მხარდაჭერაში გამოიხატება. მეორე მხრივ,…