თუ გადასატანი ყუთი გჭირდება

თუ ამომრჩეველს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა, მას უფლება აქვს მოითხოვოს გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემა.  გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემისთვის ამომრჩეველმა საუბნო საარჩევნო კომისიას უნდა მიმართოს 15 ოქტომბრის 18:00 საათამდე, წერილობით ან ტელეფონის მეშვეობით. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გადადით მითითებულ ლინკზე: archevnebi.com

მხარს ვუჭერთ “ქართულ ქარტიას”

აცოცხლებს პოლიტიკურ დისკუსიას [დებს სამოქმედო გეგმას] შეჩერებული პოლიტიკური დისკუსიის გამო, ამომრჩევლებს არ ეძლევათ საშუალება, რეჟიმის ცვლილების შემდეგ პოლიტიკური რეალობის შესახებ წარმოდგენა შეექმნათ. პრეზიდენტის ინიციატივას – შეიქმნას არჩევნების შემდგომი სამოქმედო გეგმა, ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოებისთვის მეტი სიცხადე შემოაქვს. გვთავაზობს ‘ერთობას ერთიანობის გარეშე’ პრეზიდენტი პარტიებს მოუწოდებს, შექმნან ერთობა შინაარსის გარშემო და არა ერთი დიდი ოპოზიციური პარტია, რაც განსხვავებული…

კურსი უნდა გავასწოროთ

“ოცნებას” ქვეყანა ავტორიტარული ქვეყნების ბანაკში მიჰყავს. ოქტომბერში კურსი უნდა გავასწოროთ. შემოგვიერთდი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. View this post on Instagram A post shared by Shame Movement (@shamemovement)

გამოწვევა მიღებულია

რუსული კანონი ძალაში შევიდა. “ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ახლა საფრთხეში თითოეული ჩვენგანისა და, შესაბამისად, საქართველოს მომავალია, ამიტომ გამოწვევა მიღებულია. თუ აქამდე ჩვენი მიზანი რუსული კანონის გაუქმება იყო, ახლა ჩვენ ხელისუფლების ცვლილებისთვის ვერთიანდებით, რასაც 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებზე მივაღწევთ. თუ ხელისუფლება რუსულ რეჟიმს გვთავაზობს, ჩვენ მხოლოდ ევროკავშირსა და დემოკრატიულ საქართველოს ავირჩევთ. არჩევნებში გამარჯვებისთვის მოქალაქეების საერთო…

შენ გვერდით მიგულე, საქართველო

“საქართველოს ღრუბლიან ციდან 26-მა მაისმა ჩამოანათა” – სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” მიერ შექმნილი ვიდეო 2024 წლის 26 მაისის აღსანიშნად.

GEGMA

Georgians საქართველო გზაგასაყარზეა. უახლოეს პერიოდში გადაწყდება, საქართველო შინ, ევროპაში დაბრუნდება, თუ მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ძვრების ფონზე, ავტორიტარული ქვეყნების ბანაკში აღმოჩნდება. “რუსული კანონი” ქვეყნის დემოკრატიას, ევროინტეგრაციასა და სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის. სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების, კორუფციისა და მოქალაქეთა არჩევანის გაყალბების გზით, არაფორმალური მმართველი, ოლიგარქი ივანიშვილი, ქვეყანაში რუსული სტილის რეჟიმს აყალიბებს. ამ გამოწვევების მიუხედავად, ჩვენი სიმრავლე და ერთობა გვარწმუნებს,…

მიმართვა საფეხბურთო საზოგადოებას

ბატონო ჩეფერინ, ქალბატონო ფეზერ, საქართველოს ისტორიაში პირველად, ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ევრო 2024-ის საგზური მოიპოვა, რაც მთელი ერისთვის სასიხარულო ამბად იქცა; თუმცა, ჩვენი მთავრობის ბოლოდროინდელმა ქმედებებმა ეს საზეიმო განწყობა ერთბაშად ჩაახშო, ქვეყნის დემოკრატია და ევროპული მისწრაფებები კი ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ დააყენა. ქართული საზოგადოება კანონს მკვეთრად ეწინააღმდეგება, რასაც 44 დღიანი უწყვეტი საპროტესტო აქციებიც ადასტურებს, რომელშიც ასობით…