15 წელი აგვისტოს ომიდან

აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს ომში რუსული აგრესიის შედეგად დაიღუპა 170 ჯარისკაცი, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი. 30 000-მდე ადამიანი დღემდე იძულებით გადაადგილებული პირია.

ომამდელ დღეებში 6 აგვისტო ყველაზე დაძაბული იყო. საოკუპაციო ძალები საქართველოს ტერიტორიას თავს მთელი დღის მანძილზე ესხმოდნენ. რუსული მედიის ცნობებით, 6 აგვისტოს ცხინვალში უკვე ყველა მაღაზია და ოფისი დახურული იყო. ამ დღეს ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის ხელმძღვანელობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე – ჯავაში მიავლინეს, ხოლო ყოფილი ლენინგრადის სამხედრო ოლქის ხელმძღვანელები კოდორის ხეობაში. რუსეთმა ომისთვის მომზადება დაასრულა.

პროპაგანდისტული ნარატივების ფონზე, არაერთი ფაქტი დღემდე საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩება. მოძრაობა “სირცხვილიამ” მოამზადა ვიდეორგოლი, რომელიც გვიყვება, თუ როგორ იქცა საქართველო პუტინის პირველ სამიზნედ და როგორ დაიწყო რუსეთმა ომისთვის მზადება რამდენიმე წლით ადრე.

სხვა სიახლეები