მოძრაობა სირცხვილია
15 მოქალაქის მიერ 2019 წლის ივნისში დაფუძნებული მოძრაობა “სირცხვილია” დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით 150 აქტივისტს უყრის თავს. ვერთიანდებით ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისა და დემოკრატიული სისტემური რეფორმების მიღწევის მიზნის გარშემო, ხოლო ჩვენი ბრძოლის გზა არაძალადობრივი აქტივიზმია. ამ გზით ვცდილობთ მოქალაქეთა, განსაკუთრებით ახალგაზრდების, პოლიტიკაში ჩართულობის ზრდას.
მიღწევები
არსებობის განმავლობაში, მოძრაობა “სირცხვილია” დემოკრატიისთვის ბრძოლაში ყოველთვის წინა ხაზზე იყო და არაერთი მნიშვნელოვანი კამპანიის სათავეში იდგა. ჩვენი გამოცდილება მოიცავს როგორც ციფრული, ისე გარე არხებში ჩატარებულ საჯარო კამპანიებს, როგორებიცაა:
გუნდი
გიორგი მჟავანაძე
- აღმასრულებელი დირექტორი
გიორგი მჟავანაძე “მოძრაობა სირცხვილიას” თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. ის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. გიორგის აქვს მრავალმხრივი გამოცდილება საჯარო და კერძო სექტორში. იგი ფლობს პროექტების მართვის, სტრატეგიული დაგეგმვის, კამპანიების შემუშავების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, კვლევისა და კომუნიკაციის სტრატეგიის უნარ-ჩვევებს.
ანი თავაძე
- ორგანიზაციული განვითარების ოფიცერი
ანა თავაძე ჟურნალისტი, განვითარების ოფიცერი და აქტივისტია. წარსულში მუშაობდა ბრიუსელში არსებული ონლაინ მედიის, The European Correspondent-ის კორესპონდენტად; ჟურნალისტად და პროექტის მენეჯერად Forbes Georgia-ს, BMG-ისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრში (EPRC). ამჟამად მუშაობს განვითარების ოფიცერად “მოძრაობა სირცხვილიასა” და GrlzWave-ში და პროექტის მენეჯერად “თბილისი პრაიდში”. ანას უნარები მოიცავს პროექტის მართვას, კვლევას, საგრანტო პროექტების შექმნას, ციფრულ მედიას, ფანდრეიზინგს, წერასა და მოლაპარაკებას. ფლობს ამსტერდამის უნივერსიტეტის მედიის კვლევებისა და პოლიტიკური მეცნიერებების ბაკალავრის ხარისხს.
დაჩი იმედაძე
- გამგეობის წევრი
- კამპანიების ხელმძღვანელი
დაჩი იმედაძე “სირცხვილიას” ქოფირაითერი და კამპანიის სტრატეგია. სხვადასხვა დროს მუშაობდა კრეატიულ სარეკლამო სააგენტოებში Mozaika-ს, Kollektiv-ისა და Leavingstone-ის შემოქმედებით გუნდში, პარალელურად კი იყო ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სტუდენტური ქსელის, Students for Liberty-ის მოხალისე წევრი. დაჩის აქვს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების ბაკალავრის ხარისხი, მისი უნარები კი მოიცავს ბრენდ სტრატეგიების შექმნას, საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვასა და აღსრულებას, ფოტო-ვიდეო გადაღების წარმოებასა და წერას.
მარიამ დოლიძე
- გამგეობის თავმჯდომარე
- რეკრუტირების მენეჯერი
მარიამ დოლიძე მსახიობი და აქტივისტია. საჯარო აქტივიზმში 2018 წლის 7 აგვისტოდან ჩაერთო, რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრის 10 წლისთავზე მიძღვნილი ღონისძიებიდან, რომელიც რუსული ოკუპაციის შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად. ერთი წლის შემდეგ, მარიამი “სირცხვილიას” თანადამფუძნებელი გახდა. ამჟამად ის არის მოძრაობის გამგეობის თავმჯდომარე და აქტივისტების რეკრუტირების მენეჯერი.
თამარ კურატიშვილი
- რეგიონული რეკრუტირების მენეჯერი
თამარ კურატიშვილი ამჟამად ასრულებს ორგანიზაციის რეგიონული რეკრუტირების მენეჯერის მოვალეობას. 2020-2023 წლებში თამარი ხელმძღვანელობდა მოძრაობის ოფისს ბათუმში და ჩართული იყო სხვა რეგიონულ აქტივობებში. მას აქვს ადგილობრივ მედიასაშუალებებში ანალიტიკოს ჟურნალისტად და ბლოგერად მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება. მათ შორის, ჟურნალისტად მუშაობდა ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის (EU Neighbours East)“ პროექტისთვის. სხვადასხვა დროს მუშაობდა არასამთავრობო ადამიანის უფლებადამცველ ორგანიზაციებში (PHR) კომუნიკაციების მენეჯერად და საინფორმაციო ხელშეწყობის მიმართულებით (WIC); თამარი იყო საგანმანათლებლო ონლაინ გამოცემების edu.aris.ge; studinfo.aris.ge რედაქტორ/პროდიუსერი.