2020 წლის 30 სექტემბერს, ოკუპირებული გალის რაიონში საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა უკანონოდ დააკავეს. ამ დღეს, ირაკლი ბებუამ „აფხაზეთის გამარჯვების“ წლისთავზე გალის კულტურის სასახლის მთავარ შესასვლელში გამოკრული ე.წ. “აფხაზეთის რესპუბლიკის” დროშა დაწვა. ბრალის დასამძიმებლად, საოკუპაციო ძალებმა მას ხელყუმბარა “ჩაუდეს” და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
დაკავებიდან დღემდე, საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს არცერთი ქმედითი ნაბიჯი იმისთვის, რათა საქართველოს მოქალაქე უკანონო პატიმრობიდან გამოეხსნა. “ქართული ოცნების” უმოქმედობის 3 წლის თავზე, ოკუპირებული აფხაზეთის ციხეში ირაკლი ბებუას ჯანმრთელობა დამძიმდა.
ეროვნული ღირსების დაცვა ქვეყნის ყველა პატრიოტისგან თანადგომას იმსახურებს. მოძრაობა “სირცხვილია” უერთდება ირაკლი ბაბუას სოლიდარობის აქციას.