“არა რუსულ კანონს” – პროტესტის ახალი ტალღა

3 აპრილს “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში “რუსული კანონი” კიდევ ერთხელ, ოფიციალურად დაარეგისტრირა. შეგახსენებთ, რომ ხელისუფლება 2023 წლის მარტში მწვავე სახალხო პროტესტის ფონზე იძულებული გახდა, “უცხოური აგენტების შესახებ” კანონი უკან გაეწვია. მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, ერთი წლის თავზე კიდევ ერთხელ ეცადა აღნიშნული კანონის მიღებას, საზოგადოებაში პროტესტის ახალი ტალღა, საერთაშორისო საზოგადოებისგან კი მწვავე შეფასებები მოჰყვა.

“უკან გაიტანოს” ხელისუფლებამ “რუსული კანონი” – ამ მოთხოვნით 22-მა ევროპარლამენტარმა “ქართულ ოცნებას” მიმართა და ევროკომისიას მოუწოდა, დააკვირდეს, შეესაბამება თუ არა საქართველოს ხელისუფლების ასეთი გადაწყვეტილებები კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

“საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების რეგრესული პროცესის შემთხვევაში, ევროკომისიას შესაძლოა მოუწიოს გაფართოების პროცესის საწყის პოზიციებზე დაბრუნება”, – ნათქვამია განცხადებაში.

სწორედ 3 აპრილს საქართველოსთან ერთად რუსული კანონი “უცხოეთის აგენტების” შესახებ კიდევ ორ ქვეყანაში, სლოვაკეთსა და ყირგიზეთში დაინიცირდა. ორივე სახელმწიფოს პრორუსულად განწყობილი ხელისუფლება ჰყავს – მაღალი ალბათობით, რუსეთმა მოკავშირე რეჟიმებს დირექტივები ერთდროულად მისცა.

მოძრაობა სირცხვილია განცხადებით ეხმაურება ხელისუფლების გადაწყვეტილებას და კვლავ განაგრძობს ხალხის ინფორმირების კამპანიას – “არა რუსულ კანონს”.

სხვა სიახლეები