⚡️ მოძრაობა “სირცხვილიაში” გვჭირდება კრეატიული და მონდომებული ადამიანი, რომელიც უზრუნველყოფს:
- ციფრულ არხებში კამპანიების დაგეგმვისა და აღსრულების ფაზების ხელმძღვანელობას;
- კრეატიულ გუნდთან ერთად კონტენტის იდეების გენერირებას;
- ახალი საკომუნიკაციო არხების ათვისებას;
- კომუნიკაციის შედეგების მონიტორინგს, ანალიზსა და რეპორტინგს ციფრული რეკლამირების სპეციალისტთან ერთად.
ჩვენს მომავალ ციფრულ მარკეტერს მოეთხოვება: - ციფრულ მარკეტინგში მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
- უახლესი საკომუნიკაციო ტრენდებისა და ფორმატების ცოდნა;
- ქართულ და ინგლისურ ენებზე გამართულად საუბრისა და წერის შესაძლებლობა;
- კარგი ორგანიზაციული უნარები.
სასურველია, კრეატიულ სააგენტოში მუშაობის გამოცდილება.
გრაფიკი: სრულ განაკვეთზე – მოქნილი გრაფიკით
სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული
ანაზღაურება: 2000 ლარი
✍️ გამოგვიგზავნე რეზიუმე (CV) და, არსებობის შემთხვევაში, პორტფოლიო 20 მარტის ჩათვლით მეილზე: [email protected]