12 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 წლით თავიუსფლების აღკვეთა შეუფარდა 22 წლის ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პროკურატურა 7-9 მარტის აქციების დროს პოლიციელებისთვის ქვებისა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებოდა. “მოძრაობა სირცხვილია” საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციით მიმართავს.
“თუკი თქვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს პროევროპული კურსი და დასავლური ღირებულებები, უნდა უზრუნველყოთ, რომ მარტის აქციების გამარჯვება გამარჯვებად დარჩეს, ლაზარე გათავისუფლდეს და მისი სახით ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისათვის ბრძოლას კიდევ ერთი მძევალი არ შეეწიროს მსხვერპლად. გთხოვთ და მოგიწოდებთ, დაეხმაროთ ქართულ საზოგადოებას ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყნის შენებაში – შეიწყალეთ 1 წლის განმავლობაში უსაფუძვლოდ და უსამართლოდ პატმრობაში მყოფი ლაზარე გრიგორიადისი”.
მოაწერე ხელი პეტიციას.