Georgians
საქართველო გზაგასაყარზეა. უახლოეს პერიოდში გადაწყდება, საქართველო შინ, ევროპაში დაბრუნდება, თუ მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ძვრების ფონზე, ავტორიტარული ქვეყნების ბანაკში აღმოჩნდება.
“რუსული კანონი” ქვეყნის დემოკრატიას, ევროინტეგრაციასა და სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის. სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების, კორუფციისა და მოქალაქეთა არჩევანის გაყალბების გზით, არაფორმალური მმართველი, ოლიგარქი ივანიშვილი, ქვეყანაში რუსული სტილის რეჟიმს აყალიბებს.
ამ გამოწვევების მიუხედავად, ჩვენი სიმრავლე და ერთობა გვარწმუნებს, რომ საქართველოს გამარჯვება ჩვენს ხელშია.
Engage
ამ რთული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა ერთიანობა და მოქალაქეების პოლიტიკურ პროცესში ჩართულობაა, შესაბამისად, ქართველი ხალხი მზად ვართ, ჩვენი სიმრავლე საერთო მიზნისკენ მივმართოთ. თითოეული ჩვენგანი საკუთარი ხელით დაიცავს ქვეყნის დემოკრატიასა და ევროპულ მომავალს; ჩვენ აქტიურად ჩავერთვებით ყველა პროცესში, რომელიც ამ მიზნის მისაღწევადაა საჭირო, ციფრულ თუ ფიზიკურ სივრცეში.
Grow
თვეზე მეტია ყოველდღე ვამტკიცებთ, რომ იმაზე მეტნი ვართ, ვიდრე გვეგონა. არჩევნებამდე ჩვენს ერთობას შევინარჩუნებთ და განვამტკიცებთ – ცვლილებების ენერგია მოიცავს საქართველოს ყველა კუთხესა და ოჯახს. ამისთვის თითოეული ჩვენგანი შეაგროვებს, შემოიკრებს და გააერთიანებს თანამოაზრეებს საერთო იდეის გარშემო. ამ გზით, ჩვენი ერთობა ყველა წინაღობას გადალახავს.
Mobilize
თავისუფლებისთვის ბრძოლა მარტივი არასდროს ყოფილა. ჩვენ ვუპირისპირდებით ავტორიტარულ სისტემას, რომელიც შავი ფულის, რუსული პროპაგანდისა და კრიმინალების მობილიზებას ახდენს. ამ ბრძოლაში გამარჯვებისთვის კი, ჩვენ მოვიკრებთ ენერგიას, გამოვიყენებთ ჩვენს ცოდნასა და ყველა უნარს და ამ ძალისხმევას საერთო მიზნისკენ მივმართავთ.
Act
მომდევნო თვეებში ჩვენს ენერგიას ქმედებებად ვაქცევთ, რაც რეჟიმის ცვლილებამდე მიგვიყვანს: ჩავერთვებით პროტესტში, ვამხელთ ხელისუფლების ძალადობასა და მოსყიდვას; ახალგაზრდები, ემიგრანტები, საჯარო მოხელეები – საქართველოს თითოეული პატრიოტი რეჟიმის წინააღმდეგ მივცემთ და დავიცავთ ჩვენს ხმას.
გახსოვდეთ, რომ გავიმარჯვებთ ჩვენი სიმრავლით, რადგან #ძალაერთობაშია