მცოცავ ოკუპაციას კიდევ ერთი მსხვერპლი ჰყავს

6 ნოემბერს რუსეთის მცოცავ ოკუპაციას კიდევ ერთი ქართველი – თამაზ გინტური ემსხვერპლა. გატაცებული ლევან დოდიაშვილი კი საოკუპაციო ძალების ტყვეობაშია.

ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, “ქართულმა ოცნებამ” საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალების რაოდენობა შეამცირა და მათი განთავსების ადგილი საოკუპაციო ხაზს დააშორა. ამ ნაბიჯით, ხელისუფლებამ დაუცველი მოსახლეობა ოკუპანტების პირისპირ მარტო დატოვა. ადგილობრივებს მუდმივი შიშის ქვეშ უწევთ ცხოვრება.

საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება, მათი სიცოცხლის, თავისუფალი გადაადგილებისა და საკუთრების უფლებები. მოსახლეობის დასაცავად, აუცილებელია, ხელისუფლებამ ე.წ. “საზღვრის” მიმდებარედ საპოლიციო რაზმები ჩააყენოს, რომლებიც მოქალეთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. სათანადოდ დაცულ ტერიტორიაზე, ოკუპანტები ვეღარ შეძლებენ თავისუფლად გადაადგილებასა და უკანონო ბორდერიზაციას, ვეღარ გაიტაცებენ და მოკლავენ საქართველოს მოქალაქეებს.

რუსი ოკუპანტების მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ცდილობენ მოკლული თამაზ გინტური და გატაცებული ლევან დოთიაშვილი როგორ ცდილობენ რუსების მიერ აჭედილი ლომისის ტაძრის კარის გახსნას. ვიდეოში თამაზ გინტურის სიტყვები ისმის – “ლომისა, შენს ძალას ვენაცვალე, შენი ჩამჭედის დედას შე**ცი”.

სხვა სიახლეები