უკვე ვიცით, რომ ევროკომისია 9 პირობის შესრულებას ითხოვს, რათა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყოს. მათ შორისაა პოლარიზაციის შემცირება და სამართლიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა. დაბალი საარჩევნო ბარიერი ორივე დათქმისთვის მნიშნველოვანი კომპონენტია. ამიტომ, ახლა გვაქვს შესაძლებლობა, მოვითხოვოთ ის, რაც ისედაც გვეკუთვნის და თან ხელი შევუწყოთ როგორც ქვეყნის დემოკრატიის განვითარებასა და ევროინტეგრაციას.
მოძრაობა “სირცხვილია” პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს და მოუწოდებს, გამოიყენონ დღეს არსებული შესაძლებლობა და ხელისუფლებას 2024 წლის არჩევნების 2%-იანი, ანუ დაბალბარიერიანი საარჩევნო სისტემით