5 დეკემბერი, 2023
არ გლოვობს მთავრობა, იგლოვებს ხალხი
ომის დაწყების პირველივე დღეებიდან უკრაინაში რამდენიმე ასეული ქართველი მოხალისე იბრძვის. მოხალისეთა პირველი ნაკადი საქართველოდან უკრაინაში მარტის დასაწყისში წავიდა. ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე. ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ პირველი ინფორმაცია 18 მარტს გავრცელდა.
2023 წლის 3 დეკემბერს უკრაინაში 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. რუსულ აგრესიას ბადრი მარკელია, როლანდ კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ავთო რურუა ემსხვერპლნენ.
შეტაკება მოხდა ქალაქ ბახმუტთან – ომის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილთან, სადაც ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.
ხელისუფლების უმოქმედობის საპასუხოდ, “მოძრაობა სირცხვილიას” წევრებმა კანცელარიის წინ საქართველოს დროშა ჩვენი ნებით დავუშვ
7 დეკემბერი, 2022
ომი ქალების ხმით
2022 წლის ნოემბრიდან “მოძრაობა სირცხვილია” უკრაინულ ორგანიზაცია Volya Hub-თან თანამშრომლობს.
Volya Hub არის ახლადდაარსებული პლატფორმა იმ კონტენტის შემქმნელებისთვის, მთხრობელებისა და ჟურნალისტებისთვის, რომლებიც აფართოებენ გლობალურ ცნობიერებას რუსული კოლონიური და იმპერიული გავლენების შესახებ – ისტორიების გადმოცემისას გამოყენებულია თხრობის ინოვაციური ფორმატები რუსული კოლონიალიზმით დაზარალებული ხალხის ადგილობრივ ენებზე.
რუსულმა კოლონიალიზმმა კვალი მილიონობით ადამიანზე დატოვა. 1992-93 წლებში, აფხაზეთის იძულებით დატოვება მოუწია საქართველოს 250 000-ზე მეტ მოქალაქეს. 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის განმეორებითი სამხედრო ინტერვენციის შედეგად, ქვეყანა დატოვა 10 მილიონზე მეტმა ადამიანმა.
აფხაზეთიდან დევნილი მარინა გულედანი და უკრაინიდან ლტოლვილი ლესია ვინნიკი გვიყვებიან ომზე, რომელმაც მათი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.
24 დეკემბერი, 2021
რუსული ოცნება
ამ ვიდეორგოლით გამოეხმაურა “მოძრაობა სირცხვილია” 2021 წლის 16 ნოემბერს ქვეყნის ნახევრადშიშველი მესამე პრეზიდენტის საკნიდან საკანში გადათრევის კადრებს და მისი საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნას შეუერთდა.
მოგვიანებით, სწორედ ამ კლიპის საეთერო ბადეში განთავსების გამო, კომუნიკაციების კომისიამ “მთავარი არხი” 111 903 ლარით დააჯარიმა, რასაც მოძრაობის მხრიდან პროტესტი მოჰყვა: