კომENDანტი

კომENDანტი

დაუმორჩილებლობა!

დაუმორჩილებლობის კამპანია „კომENDანტი“, იგივე „დაასრულე კომენდანტი“ – „მოძრაობა სირცხვილიამ“ 2021 წელს COVID-19-ის პანდემიის პერიოდში მას შემდეგ წამოიწყო, რაც ნათელი გახდა, რომ ხელისუფლება კომენდანტს მოქალაქეებში გაყალბებული არჩევნების გამო მიმდინარე პროტესტის ჩასახშობად იყენებდა.
პანდემიის კონტროლის ნაცვლად ხელისუფლებამ მოქალაქეების კონტროლი დაიწყო. „ქართულმა ოცნებამ“ ხალხისთვის დაწესებული აკრძალვები საკუთარ თავზე მოირგო და პოლიტიკური პროცესების სამართავ ბერკეტად აქცია. აკრძალვები არ შეხებია მთავრობას და მასთან დაახლოებულ პრივილეგირებულ ელიტას. შეზღუდვების სრული იგნორით მოხდა საბჭოთა პროპაგანდისტის, რუსი ვლადიმირ პოზნერის მასპინძლობაც, რომელსაც საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება მოჰყვა.
მოქალაქეებმა ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს. 2021 წლის 6 თებერვალს „მოძრაობა სირცხვილიამ“ დაწესებული კომენდანტის საათებში პირველი დაუმორჩილებლობის მარში მოთხოვნით – „დაასრულე კომენდანტი“ გამართა.
“როდესაც ხელისუფლებას კრიზისიდან გამოსვლის არათუ რამე გეგმა აქვს, არამედ უფრო აღრმავებს მას და როდესაც ხელისუფლებას თავისი მოქალაქეების არ ესმის, პანდემიას კი მისთვის სასიკეთოდ და სხვებისთვის საზიანოდ იყენებს ადამიანების დაუმორჩილებლობის დრო დგება“! – მოძრაობა სირცხვილია.
კამპანიაში სხვადასვა ფორმით ჩაერთვნენ კერძო სექტორის წარმომადგენლები, ხელოვანები და არტისტები, რომელთა ჩართულობითაც დაორგანიზდა შემდეგი დაუმორჩილებლობის მარში 3 აპრილს.
კომენდანტის საათი 2021 წლის 1 ივლისიდან გაუქმდა. ხელისუფლებამ დღემდე ვერ დაასაბუთა, თუ რაზე დაყრდნობით იღებდა ან აუქმებდა ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვას.