პუტინის პირველი სამიზნე: საქართველო - 2008
პროპაგანდისტული ნარატივების ფონზე, 2008 წლის აგვისტოს ომში მომხდარი არაერთი ფაქტი დღემდე საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩება.
აგვისტოს ომიდან 15 წლის შემდეგაც, რუსული პროპაგანდა გვაჯერებს, რომ ომი 8 აგვისტოს დაიწყო. ეს რუსული ნარატივი ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულებას ემსახურება. სინამდვილეში, რუსეთმა აგვისტოს ომისთვის მზადება წლებით ადრე დაიწყო. რუსეთი აწყობდა ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სამხედრო პროვოკაციებს, ხოლო 2008 წლის 1 აგვისტოდან ოკუპანტებმა ცხინვალის რეგიონში თავდასხმები დაიწყეს. ოფიციალურად, ომი 7 აგვისტოს დაიწყო, როცა რუსეთის არმია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოიჭრა.
ომიდან 15 წლის თავზე, ვეცადეთ, გვეჩვენებინა, თუ როგორ იქცა საქართველო პუტინის პირველ სამიზნედ და როგორ დაიწყო რუსეთმა ომისთვის მზადება რამდენიმე წლით ადრე.