წესები და პირობები
ინტერპრეტაციები და განმარტებები
ვებგვერდი იმართება ააიპ “მოძრაობა სირცხვილიას” მიერ (405368631).
მოგესალმებით ვებგვერდზე Shame.ge (შემდგომში “ვებგვერდი”).
წინამდებარე ვებგვერდზე შემოსვლით თქვენ ეთანხმებით ქვემოთ ჩამოთვლილ წესებსა და პირობებს (შემდგომში “წესები და პირობები”). იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით წესებსა და პირობებს, გთხოვთ, რომ შეწყვიტოთ ვებგვერდით სარგებლობა.
ვებგვერდის გამოყენების პირობები
ვებგვერდით სარგებლობა დასაშვებია მხოლოდ კანონიერი მიზნებისათვის. მისი გამოყენება კანონსაწინააღმდეგო და არასანქცირებული მიზნებისთვის, მართლსაწინააღმდეგო, მუქარის შემცველი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი ან დამამცირებელი შინაარსის ტექსტების გავრცელებისთვის ან გასაჯაროებისთვის დაუშვებელია.
ინტელექტუალური საკუთრება
დაუშვებელია წინამდებარე ვებგვერდზე გამოქვეყნებული ნებისმიერი ინფორმაციის, მათ შორის, ტექსტების, გრაფიკული, ფოტო და ვიდეო გამოსახულებების, პროგრამული უზრუნველყოფის, მომსახურებისა და სასაქონლო ნიშნების, დიზაინის, ვიზუალებისა და სხვა რეგისტრირებული თუ არარეგისტრირებული ინტელექტუალური საკუთრების უნებართვო გამოყენება, დამუშავება, გავრცელება და გამოქვეყნება, მათ შორის, სოციალურ მედიაში, ააიპ “მოძრაობა სირცხვილიას” წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება
წინამდებარე ვებგვერდზე არსებული ნებისმიერი ინფორმაცია წარმოდგენილია “როგორც არის” (“as is” და “as available”) საფუძველზე. მისი ნებისმიერი სახით გამოყენება მომხმარებლის პასუხისმგებლობაა. ააიპ “მოძრაობა სირცხვილია” არ არის პასუხისმგებელი პირდაპირ, არაპირდაპირ, სპეციალურ, შემთხვევით ან მიზეზ-შედეგობრივ ზიანზე, რომელიც შესაძლოა, მოჰყვეს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოყენებას.
მარეგულირებელი სამართალი
წინამდებარე წესები და პირობები უნდა ექვემდებარებოდეს და შესაბამისობაში იყოს საქართველოს კანონმდებლობასთან, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს და კონფლიქტში არ უნდა მოდიოდეს მასთან.
ვებგვერდის ცვლილებები
ააიპ “მოძრაობა სირცხვილია” უფლებამოსილია ცვლილებები შეიტანოს წინამდებარე წესებსა და პირობებში მომხმარებლებისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე. მომხმარებლის პასუხისმგებლობაა, რეგულარულად გაეცნოს წინამდებარე წესებსა და პირობებს. თქვენ მიერ ვებგვერდზე შემოსვლა და განთავსებული ინფორმაციის გამოყენება ავტომატურად წარმოადგენს თანხმობას წინამდებარე წესებისა და პირობების მოთხოვნებზე.
კონტაქტი
წინამდებარე წესებთან და პირობებთან და ვებგვერდზე მოცემულ ნებისმიერ ინფორმაციასთან დაკავშირებული კითხვით, შეგიძლიათ, მოგვამრთოთ:
- ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]
ვებგვერდზე შემოსვლით ან მასზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოყენებით, თქვენ ადასტურებთ თანხმობას ყველა წინამდებარე წესსა და პირობაზე.