კონფიდენციალურობის პოლიტიკა

შესავალი

ვებ-გვერდზე Shame.ge ვზრუნავთ თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვაზე. გაცნობთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რათა ინფორმირებულები იყოთ იმის შესახებ, თუ როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ და ვაზიარებთ თქვენ შესახებ მიღებულ ინფორმაციას.


რა ინფორმაციას ვაგროვებთ

თქვენ მიერ ვებგვერდზე შემოსვლისა და მისი გამოყენებისას ჩვენი მხრიდან შესაძლებელია შემდეგი სახის ინფორმაციის შეგროვება:

  • პერსონალური ინფორმაცია – რაც მოიცავს თქვენს სახელს, გვარს, ელექტრონული ფოსტის მისამართსა და ტელეფონის ნომერს, ინფორმაციას თქვენი ადგილსამყოფლისა და ვებგვერდზე შემოსვლისას გამოყენებული ციფრული მოწყობილობის, ბრაუზერისა და საძიებო სისტემისა შესახებ.
  • ინფორმაცია გადახდის შესახებ – წინამდებარე ვებგვერდის საშუალებით შემოწირულობის განხორციელებისას, ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენი საკრედიტო ბარათის ან გადახდის სხვა მეთოდის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია გროვდება და მუშავდება ჩვენი გადახდების დამმუშავებლის მიერ. სრული ინფორმაცია თქვენი გადახდების შესახებ ჩვენთვის ხელმისაწვდომი არ არის.
  • “მზა ჩანაწერები” (Cookies) – თქვენ მიერ წინამდებარე ვებგვერდით სარგებლობის შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად შესაძლებელია გამოყენებული იქნას “მზა ჩანაწერები” (Cookies) და სხვა თრექინგ ტექნოლოგიები. ეს შეიძლება მოიცავდეს ინფორმაციას თქვენი ციფრული მოწყობილობის, ბრაუზერისა და აიპი მისამართის, ასევე, ვებგვერდზე განხორციელებული ქმედებებისა და იმ გვერდების შესახებ, რომლებსაც ეწვიეთ.
  • Google Analytics და Facebook Pixel – თქვენ მიერ ვებგვერდით სარგებლობის შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად, ჩვენ ვიყენებთ პროგრამებს Google Analytics და Facebok Pixel. ეს მოიცავს ინფორმაციას თქვენი ციფრული მოწყობილობის, ბრაუზერისა და აიპი მისამართის, ასევე, ვებგვერდზე განხორციელებული ქმედებებისა და იმ გვერდების შესახებ, რომლებსაც ეწვიეთ.

როგორ ვიყენებთ ინფორმაციას თქვენ შესახებ

თქვენ შესახებ შეგროვებული ინფორმაციის გამოყენება შესაძლებელია შემდეგი მიზნებისათვის:

  • ვებგვერდის სრულყოფისთვის – თქვენ შესახებ მიღებული ინფორმაციით შეიძლება ვისარგებლოთ ვებგვერდის მუშაობის გასაუმჯობესებლად, თქვენთვის მასთან წვდომის უზრუნველსაყოფად და თქვენ მიერ მისი გამოყენების გასამარტივებლად.
  • თქვენთან კომუნიკაციისთვის – თქვენ შესახებ მიღებული ინფორმაცია შეიძლება გამოვიყენოთ თქვენთან საკონტაქტოდ ვებგვერდით სარგებლობასთან დაკავშირებით, ასევე, ჩვენი საქმიანობისა და ჩვენს მიერ მხარდაჭერილი საქველმოქმედო და სხვა სახის ღონისძიებების შესახებ სიახლეებისა და სხვა ინფორმაციის გასაზიარებლად.
  • გადახდების დასამუშავებლად – თქვენ მიერ ვებგვერდის საშუალებით შემოწირულობის განხორციელებისას, ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი გადახდების შესახებ ინფორმაცია შემოწირულობის დასამუშავებლად და ქვითრის გასაცემად.
  • ვებგვერდის თქვენზე მოსარგებად – თქვენ შესახებ შეგროვებული ინფორმაცია შეიძლება გამოვიყენოთ თქვენ მიერ ვებგვერდით სარგებლობის პერსონალიზაციისთვის, მათ შორის, იმ ინფორმაციისა და რეკლამის საჩვენებლად, რომელიც მეტად შეესაბამება თქვენს ინტერესებს.
  • ვებგვერდის გაანალიზებისა და გაუმჯობესებისთვის – თქვენ შესახებ შეგროვებული ინფორმაცია შეიძლება გამოვიყენოთ ვებგვერდის ანალიზისა და სრულყოფისთვის, მათ შორის, მომხმარებელთა ქცევის კვლევისა და თრექინგისთვის.

თქვენ შესახებ ინფორმაციის გაზიარება

თქვენ შესახებ შეგროვებული ინფორმაცია მესამე პირებს შეიძლება გავუზიაროთ შემდეგი მიზნებისთვის:

  • გადახდის დამუშავება – თქვენ მიერ ვებგვერდის საშუალებით შემოწირულობის განხორციელებისას, ჩვენ შეგვიძლია გავუზიაროთ თქვენი გადახდის ინფორმაცია ჩვენს გადახდის დამმუშავებელს შემოწირულობის დასამუშავებლად.
  • ანალიტიკა და რეკლამა – თქვენ შესახებ შეგროვებული ინფორმაცია მესამე პირს შეიძლება გავუზიაროთ ისეთ ანალიტიკურ და სარეკლამო კომპანიებს, როგორებიცაა Google Analytics და Facebook Pixel, რათა მათი დახმარებით შევძლოთ ვებგვერდის სრულყოფა და თქვენთვის რელევანტური რეკლამის მოწოდება.
  • სამართლებრივი შესაბამისობა – ჩვენ შეგვიძლია თქვენ შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელი იქნება სამართლებრივ ვალდებულების შესასრულებლად, სასამართლო უწყების ან მოთხოვნის საფუძველზე.

თქვენი არჩევანი

ჩვენ მიერ თქვენ შესახებ შეგროვებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით გაქვთ შემდეგი არჩევანი:

  • კომუნიკაციაზე უარის თქმა – ჩვენგან შეტყობინებების მიღებაზე უარის თქმა ნებისმიერ დროს ჩვენ მიერ გამოგზავნილ ელექტრონულ წერილებზე დართული გამოწერის გაუქმების ინსტრუქციის საშუალებით.
  • თრექინგზე უარის თქმა – თრექინგის გათიშვა თქვენ მიერ გამოყენებულ ბრაუზერში “მზა ჩანაწერებზე” (cookies) უარის თქმით ან თრექინგის ტექნოლოგიის დაბლოკვა ბრაუზერის ექსთენშენის ან ფლაგინის გამოყენებით.