პრინტკონკურსის შორთლისთი ცნობილია

წარმოგიდგენთ პრინტ კონკურსის მეორე ეტაპზე გასულ ნამუშევრებს 🥳

პოსტერების მიზანია ახალგაზრდების მოტივირება, რათა 31 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო არჩევნებში. 12 წევრისგან შემდგარი ჟიური კონკურსში გამარჯვებულებს, 16 ოქტომბერს 18:00 საათზე, სასტუმრო “სტამბაში” გამოავლენს.

პრინტკონკურსის “შევხვდებით არჩევნებზე” ჟიური

პრინტკონკურსის “შევხვდებით არჩევნებზე” ჟიურის წევრები:

გიორგი ავალიანი – შევხვდებით არჩევნებზე

“თუ ფიქრობდით, ოქტომბრის თვეში რა სარგებლის მოტანა შეგიძლიათ, არჩევნებზე წასასვლელად ადამიანების მოწოდება, საკმაოდ მნიშვნელოვანი და ღირსეული საქმეა.”

Holy Motors-ის თანადამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი, გიორგი 🥇 ავალიანი პრინტკონკურსის “შევხვდებით არჩევნებზე” ჟიურის წევრია.

შექმენით და 12 ოქტომბრის ღამის 12 საათამდე გამოგვიგზავნეთ არჩევნებზე წასვლის მამოტივირებელი პოსტერი.

გრაფიკული პოსტერების კონკურსი “შევხვდებით არჩევნებზე!“

მოძრაობა სირცხვილია და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, ღია საზოგადოების ფონდის და დემოკრატიის ევროპული ფონდის მხარდაჭერით, მართავს არჩევნებზე წასვლის მამოტივირებელი პრინტების ღია კონკურსს. ქვემოთ მოცემული დავალების შესრულება და ნამუშევრის გამოგზავნა შეუძლია ნებისმიერ მსურველს 12 ოქტომბრის 23:59-ის ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე – contest@shame.ge

სპეციალური ჟიურის მიერ გამოვლენილი საუკეთესო ნაშრომების ავტორები დაჯილდოვდებიან, გამარჯვებული პრინტი კი მთელ ქვეყანაში გავრცელდება. 

I ადგილი – 3,000₾

II ადგილი – 1,500₾

III ადგილი – 800₾

კონკურსის დავალება

ამბავი
საქართველოს ყველა ზრდასრულ მოქალაქეს, 2020 წლის 31 ოქტომბერს ხელთ ექნება შესაძლებლობა, რომელზეც ამ ქვეყანაში თაობები ათწლეულების განმავლობაში ოცნებობდნენ. შარშანდელი 20 ივნისიდან დაახლოებით ერთი წლის თავზე კი, საზოგადოების გაერთიანებული ძალებით ბრძოლამ ბოლოსდაბოლოს შედეგი გამოიღო და მოგვაპოვებინა. საუბარი, ცხადია, პროპორციულ არჩევნებზეა. სულ რამდენიმე კვირაში, საქართველოში, ახალი ოთხწლიანი პარლამენტი აირჩევა, რომელიც უბრალოდ ახალი კი არა, სულ სხვანაირიც იქნება. რადგან წლევანდელი არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული, ე.წ. „თითქმის პროპორციული“ სისტემით ჩატარდება.

ასეთ არჩევნებზე ყველას ხმა გაცილებით წონიანია, რადგან ახლა პარლამენტში მოსახვედრად პატარა მხარდაჭერაც კმარა და სწორედ ამის შედეგად გვეღირსება ისეთი პარლამენტი, სადაც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინტერესები აისახება. ანუ, ქართულ პოლიტიკას მოუწევს, რომ ჩადგეს ხალხის სამსახურში და დაივიწყოს ერთპიროვნული მმართველობები.

გამოწვევა
ქართველი ამომრჩევლის ახალგაზრდა ნაწილი არჩევნებზე ყოველთვის განსაკუთრებული პასიურობით გამოირჩეოდა. რადგან ფიქრობდნენ, რომ არჩევნებზე წასვლა/არწასვლა მათ ცხოვრებაში არაფერს შეცვლიდა. ნაწილობრივ მართლებიც იყვნენ და ხშირად მოსაწონიც არავინაა, მაგრამ არჩევნებზე მაღალი აქტივობა, ვინ რამდენი ხმაც არ უნდა აიღოს, თავისთავად ნიშნავს მეტ დემოკრატიას და ნაკლებ პოლიტიკურ კრიზისს. რაც ავტომატურად ისახება თითოეული ჩვენგანის უკეთეს ყოველდღიურობაზე.

და რაც მთავარია, ახლა, როცა თითქმის პროპორციული არჩევნები გვაქვს და თითოეულ ხმას მნიშვნელოვანი როლი აქვს, ამ ისტორიულ არჩევნებზე, მონაპოვარის განიავება იქნება შეცდომა, რომელსაც დიდ ხანს ვერ გამოვასწორებთ.

ამოცანა
საჭიროა, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს ვუბიძგოთ არჩევნებზე წასვლისკენ. ისეთები კი, ვინც არჩევნებზე წასვლას არ აპირებს ან ყოყმანობს, მრავლად გვხვდებიან ახალგაზრდებში. შესაბამისად, ლოგიკას არ იქნება მოკლებული, ვიფიქროთ, რომ საქართველოს თვისობრივი განახლების საქმეში გადამწყვეტი სიტყვა ახლა ახალგაზრდებზეა. ამოცანა ამოხსნილად ჩაითვლება, თუკი ასეთი ადამიანების უმრავლესობა 31 ოქტომბრის არჩევნებზე მივა და ვინმეს შემოხაზავს.

დავალება
შექმენით გრაფიკული პოსტერი, რომელიც ახალგაზრდა ამომრჩეველს 31 ოქტომბერს არჩევნებზე წასვლას მოანდომებს.

პოსტერი უნდა იყოს:
ფორმატი/ზომა: A3
ორიენტაცია: ვერტიკალური (portrait)

მიზნობრივი აუდიტორია
18-34 წლის ამომრჩევლების ის ნახევარი (310 000-ზე მეტი მოქალაქე), რომელიც არ დადის არჩევნებზე.

რჩევები
პოსტერის შინაარსზე და მესიჯზე ფიქრისას შეიძლება გამოგადგეთ (არააუცილებელი) მიმართულებები:

  • მთავარია მონაწილეობა
    ზოგადად, არჩევნებში, და განსაკუთრებით პროპორციულში, მონაწილეობა მართლაც უკვე გამარჯვებაა. ხოლო 2020-ის არჩევნები ისეთ ისტორიულ პროცესში მონაწილეობის შანსს გვაძლევს, რომელიც თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს ფორმირების საქმეში წამყვან ადგილს დაიკავებს.
  • ითამაშე შენი როლი
    ყველა ადამიანს თავისი შეუცვლელი ხმა აქვს, რომელსაც სხვა ვერავინ გააჟღერებს. ამ ხმის ასეთ არჩევნებზე ამოღება კი თითოეული ჩვენგანის სათამაშო როლია ქვეყნის ბედის განსასაზღვრად.
  • პოლიტიკა თვითონ გვერევა
    პოლიტიკა ერევა თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში, მიუხედავად იმისა ვერევით თუ არა ჩვენ პოლიტიკაში. და როცა პოლიტიკა გვერევა, წაგებული ხალხი ვრჩებით.

პოსტერის შინაარსსა და მესიჯში სასურველია ერიდოთ:

  • ვინმეს, მათ შორის, მიზნობრივი თუ სხვა ასაკობრივი ჯგუფების დისკრედიტაციას.

მონაწილეობის პირობები
ნამუშევარს შეიძლება ჰყავდეს ნებისმიერი რაოდენობის ავტორი, თუმცა არ შეიძლება რომ ერთი ავტორი ჰყავდეს სხვადასხვა ნამუშევარს.
გამოგზავნის ბოლო ვადაა 12 ოქტომბრის 23:59
ფორმატი: Png
მისამართი: contest@shame.ge

კონკურსში მონაწილეობით (ნამუშევრის გამოგზავნით) თქვენ ავტომატურად გვანიჭებთ ორგანიზატორებს  თქვენი ნამუშევრის მიზნობრივად გამოყენების უფლებას.

ბრიფის გადმოწერა შეგიძლიათ ამ ბმულზე:

გახსოვდეთ, ყოველ წამს ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ნებისმიერი ხმა შეიძლება იყოს გარდამტეხი, მათ შორის ხმა, რომელსაც პრინტის სახე აქვს… 😊

ჟიურის წევრები


ეკა ყიფიანი, JWT Metro-ს კრეატიული დირექტორი
ლევან ლეფსვერიძე, Leavingstone-ის თანადამფუძნებელი.