თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი მჟავანაძე გაამართლა

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოძრაობა სირცხვილიას დამფუძნებელი წევრისა და დირექტორის, გიორგი მჟავანაძის სასამართლო პროცესი გაიმართა. გიორგის შინაგან საქმეთა სამინისტრო 5 თებერვალს, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გამართულ აქციაზე, 173-ე მუხლის (სამართალდამცველის დაუმორჩილებლობა ან მისი შეურაცხყოფა) დარღვევას ედავებოდა, თუმცა მოსამართლე ნინო თარაშვილმა ინციდენტში გიორგის ბრალეულობა ვერ დაინახა და საქმის წარმოება შეწყვიტა.

5 თებერვალს, საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ გამართულ აქციაზე, სადაც მოძრაობა სირცხვილია საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძისთვის შეფარდებულ 12 წლიან პატიმრობას აპროტესტებდა, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა შსს-ს წარმომადგენელმა გიორგი მჟავანაძის დაკავება სცადა, თუმცა ამის საშუალება იქვე შეკრებილმა აქტივისტებმა არ მისცეს. გიორგის ადმინისტრაციული სამართალდაღვევა მოგვიანებით მაინც დაუდგინეს და საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე შსს-მ 173-ე მუხლის დაღვევის ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა და საქმის არსებითი განხილვა შეწყდა. გიორგი მჟავანაძის ინტერესებს დღეს იურისტი გიორგი მახარაძე იცავდა.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლები (სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობა, ან მისი შეურაცხყოფა და წვრილმანი ხულიგნობა) ტრადიციულად სამოქალაქო აქტივისტების მიმართ გამოიყენება და პარლამენტის მიერ ახლახანს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებით, ითვალისწინებს 1500-დან 4500 ლარამდე ჯარიმას, ან 5-დან 15 დღემდე პატიმრობას.

სირცხვილია პარტიებს შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდებს

საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებას” ეკისრება, თუმცა საქართველოს მმართველი პარტიის სამწუხარო უპასუხისმგებლობა არ ათავისუფლებს ოპოზიციას პროცესში გარდატეხის შეტანის პასუხისმგებლობისგან.

გადასალახია ჩიხი, რომელშიც ქვეყანა კარგა ხანია შევიდა და უკეთეს შემთხვევაში ერთ ადგილზე დგას, ძირითადად კი უკან და უკან მიდის. საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ამ პროცესში გაღებული მსხვერპლის სანაცვლოდ, მიიღოს ძალაუფლების დანაწევრების მექანიზმები, რომლებიც ქვეყანას ხელისუფლებების მსგავსი თავგასულობისგან მომავალშიც დააზღვევს.

შეთანხმება, რომელსაც საქართველოს დემოკრატიული განვითარების გულშემატკივრები, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი გვთავაზობენ, ამ მომენტში, კრიზისის დაძლევის ოპტიმალური საშუალებაა. განახლებულ დოკუმენტში გაწერილია აღსრულების ვადები და გზები. ასეთ ვითარებაში, ხელისუფლებას არ რჩება მორიგი “ტრიუკის” დადგმისა და გადაბრალების შესაძლებლობა. თუ ხელისუფლება რომელიმე აღებულ ვალდებულებას არ შეასრულებს, ბოიკოტის გაგრძელებასთან და ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვები აღარც შინ იარსებებს და აღარც გარეთ.ეს დოკუმენტი არის შანსი, პასუხი ვაგებინოთ “ქართულ ოცნებას” იმისთვის, რომ დამოუკიდებელ პროკურატურასა და სასამართლოს, თავისუფალ არჩევნებს და დემოკრატიული ქვეყნის სხვა უმნიშვნელოვანეს ღირებულებებს “კომპრომისად” განიხილავს. ოპოზიციას კი ეკისრება პასუხისმგებლობა, იბრძოლოს ვადამდელი არჩევნებისთვის თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებლად გამარჯვების გზით და თან დაამტკიცოს, რომ მისთვის ძალაუფლების დანაწილება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ძალაუფლება.

რაც შეეხება “გავრილოვის ღამეს”: ჩვენი მოძრაობის პრინციპული პოზიციაა, რომ ამნისტია არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავრცელდეს დანაშაულებზე, რომელიც ჩადენილია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით საჯარო მოხელეების მიერ. უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ძალის გამოყენებით დაარბია და დაასახიჩრა დემონსტრანტები და ის, ვინც ამის ბრძანება გასცა. გამომდინარე იქიდან, რომ მცირე კომპრომისზე წასვლა უკეთესი მომავლის გარანტად მიგვაჩნია, მოძრაობა “სირცხვილია” მოუწოდებს ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს, ხელი მოაწერონ შეთანხმებას.

Nodar Rukhadze’s Arrest

Shame Movement founder activist Nodar Rukhadze was arrested near the Parliament building in Tbilisi, Georgia. The prosecutor demanded Rukhadze to be sentenced to imprisonment. Tbilisi City Court justified the police actions. 3 witnesses weren’t allowed at the hearing.

23rd of February, Tbilisi, Georgia.

The Judge fined Rukhadze with 2000 GEL.

გიორგი ავალიანი – შევხვდებით არჩევნებზე

“თუ ფიქრობდით, ოქტომბრის თვეში რა სარგებლის მოტანა შეგიძლიათ, არჩევნებზე წასასვლელად ადამიანების მოწოდება, საკმაოდ მნიშვნელოვანი და ღირსეული საქმეა.”

Holy Motors-ის თანადამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი, გიორგი 🥇 ავალიანი პრინტკონკურსის “შევხვდებით არჩევნებზე” ჟიურის წევრია.

შექმენით და 12 ოქტომბრის ღამის 12 საათამდე გამოგვიგზავნეთ არჩევნებზე წასვლის მამოტივირებელი პოსტერი.

გრაფიკული პოსტერების კონკურსი “შევხვდებით არჩევნებზე!“

მოძრაობა სირცხვილია და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, ღია საზოგადოების ფონდის და დემოკრატიის ევროპული ფონდის მხარდაჭერით, მართავს არჩევნებზე წასვლის მამოტივირებელი პრინტების ღია კონკურსს. ქვემოთ მოცემული დავალების შესრულება და ნამუშევრის გამოგზავნა შეუძლია ნებისმიერ მსურველს 12 ოქტომბრის 23:59-ის ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე – contest@shame.ge

სპეციალური ჟიურის მიერ გამოვლენილი საუკეთესო ნაშრომების ავტორები დაჯილდოვდებიან, გამარჯვებული პრინტი კი მთელ ქვეყანაში გავრცელდება. 

I ადგილი – 3,000₾

II ადგილი – 1,500₾

III ადგილი – 800₾

კონკურსის დავალება

ამბავი
საქართველოს ყველა ზრდასრულ მოქალაქეს, 2020 წლის 31 ოქტომბერს ხელთ ექნება შესაძლებლობა, რომელზეც ამ ქვეყანაში თაობები ათწლეულების განმავლობაში ოცნებობდნენ. შარშანდელი 20 ივნისიდან დაახლოებით ერთი წლის თავზე კი, საზოგადოების გაერთიანებული ძალებით ბრძოლამ ბოლოსდაბოლოს შედეგი გამოიღო და მოგვაპოვებინა. საუბარი, ცხადია, პროპორციულ არჩევნებზეა. სულ რამდენიმე კვირაში, საქართველოში, ახალი ოთხწლიანი პარლამენტი აირჩევა, რომელიც უბრალოდ ახალი კი არა, სულ სხვანაირიც იქნება. რადგან წლევანდელი არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული, ე.წ. „თითქმის პროპორციული“ სისტემით ჩატარდება.

ასეთ არჩევნებზე ყველას ხმა გაცილებით წონიანია, რადგან ახლა პარლამენტში მოსახვედრად პატარა მხარდაჭერაც კმარა და სწორედ ამის შედეგად გვეღირსება ისეთი პარლამენტი, სადაც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინტერესები აისახება. ანუ, ქართულ პოლიტიკას მოუწევს, რომ ჩადგეს ხალხის სამსახურში და დაივიწყოს ერთპიროვნული მმართველობები.

გამოწვევა
ქართველი ამომრჩევლის ახალგაზრდა ნაწილი არჩევნებზე ყოველთვის განსაკუთრებული პასიურობით გამოირჩეოდა. რადგან ფიქრობდნენ, რომ არჩევნებზე წასვლა/არწასვლა მათ ცხოვრებაში არაფერს შეცვლიდა. ნაწილობრივ მართლებიც იყვნენ და ხშირად მოსაწონიც არავინაა, მაგრამ არჩევნებზე მაღალი აქტივობა, ვინ რამდენი ხმაც არ უნდა აიღოს, თავისთავად ნიშნავს მეტ დემოკრატიას და ნაკლებ პოლიტიკურ კრიზისს. რაც ავტომატურად ისახება თითოეული ჩვენგანის უკეთეს ყოველდღიურობაზე.

და რაც მთავარია, ახლა, როცა თითქმის პროპორციული არჩევნები გვაქვს და თითოეულ ხმას მნიშვნელოვანი როლი აქვს, ამ ისტორიულ არჩევნებზე, მონაპოვარის განიავება იქნება შეცდომა, რომელსაც დიდ ხანს ვერ გამოვასწორებთ.

ამოცანა
საჭიროა, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს ვუბიძგოთ არჩევნებზე წასვლისკენ. ისეთები კი, ვინც არჩევნებზე წასვლას არ აპირებს ან ყოყმანობს, მრავლად გვხვდებიან ახალგაზრდებში. შესაბამისად, ლოგიკას არ იქნება მოკლებული, ვიფიქროთ, რომ საქართველოს თვისობრივი განახლების საქმეში გადამწყვეტი სიტყვა ახლა ახალგაზრდებზეა. ამოცანა ამოხსნილად ჩაითვლება, თუკი ასეთი ადამიანების უმრავლესობა 31 ოქტომბრის არჩევნებზე მივა და ვინმეს შემოხაზავს.

დავალება
შექმენით გრაფიკული პოსტერი, რომელიც ახალგაზრდა ამომრჩეველს 31 ოქტომბერს არჩევნებზე წასვლას მოანდომებს.

პოსტერი უნდა იყოს:
ფორმატი/ზომა: A3
ორიენტაცია: ვერტიკალური (portrait)

მიზნობრივი აუდიტორია
18-34 წლის ამომრჩევლების ის ნახევარი (310 000-ზე მეტი მოქალაქე), რომელიც არ დადის არჩევნებზე.

რჩევები
პოსტერის შინაარსზე და მესიჯზე ფიქრისას შეიძლება გამოგადგეთ (არააუცილებელი) მიმართულებები:

  • მთავარია მონაწილეობა
    ზოგადად, არჩევნებში, და განსაკუთრებით პროპორციულში, მონაწილეობა მართლაც უკვე გამარჯვებაა. ხოლო 2020-ის არჩევნები ისეთ ისტორიულ პროცესში მონაწილეობის შანსს გვაძლევს, რომელიც თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს ფორმირების საქმეში წამყვან ადგილს დაიკავებს.
  • ითამაშე შენი როლი
    ყველა ადამიანს თავისი შეუცვლელი ხმა აქვს, რომელსაც სხვა ვერავინ გააჟღერებს. ამ ხმის ასეთ არჩევნებზე ამოღება კი თითოეული ჩვენგანის სათამაშო როლია ქვეყნის ბედის განსასაზღვრად.
  • პოლიტიკა თვითონ გვერევა
    პოლიტიკა ერევა თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში, მიუხედავად იმისა ვერევით თუ არა ჩვენ პოლიტიკაში. და როცა პოლიტიკა გვერევა, წაგებული ხალხი ვრჩებით.

პოსტერის შინაარსსა და მესიჯში სასურველია ერიდოთ:

  • ვინმეს, მათ შორის, მიზნობრივი თუ სხვა ასაკობრივი ჯგუფების დისკრედიტაციას.

მონაწილეობის პირობები
ნამუშევარს შეიძლება ჰყავდეს ნებისმიერი რაოდენობის ავტორი, თუმცა არ შეიძლება რომ ერთი ავტორი ჰყავდეს სხვადასხვა ნამუშევარს.
გამოგზავნის ბოლო ვადაა 12 ოქტომბრის 23:59
ფორმატი: Png
მისამართი: contest@shame.ge

კონკურსში მონაწილეობით (ნამუშევრის გამოგზავნით) თქვენ ავტომატურად გვანიჭებთ ორგანიზატორებს  თქვენი ნამუშევრის მიზნობრივად გამოყენების უფლებას.

ბრიფის გადმოწერა შეგიძლიათ ამ ბმულზე:

გახსოვდეთ, ყოველ წამს ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ნებისმიერი ხმა შეიძლება იყოს გარდამტეხი, მათ შორის ხმა, რომელსაც პრინტის სახე აქვს… 😊

ჟიურის წევრები


ეკა ყიფიანი, JWT Metro-ს კრეატიული დირექტორი
ლევან ლეფსვერიძე, Leavingstone-ის თანადამფუძნებელი.

“It’s cool, it’s fun, come on!”

მოძრაობა სირცხვილიამ, ახალი, წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო, კამპანიის მიზანი ახალგაზრდა ამომრჩევლის არჩევნებით დაინტერესებაა.

პირველი ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ აქ: