ვეხმაურებით “ნატოს” გენერალური მდივნის ვიზიტს საქართელოში

ვეხმაურებით “ნატოს” გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტს საქართელოში. საქართველოსა და “ნატოს” მრავალწლიან ურთიერთობაში ამჟამად ბუნდოვანებაა. ერთი მხრივ, ორ ათწლეულზე მეტია, საქართველო “ნატოსკენ” მიმავალ გზაზე პროგრესირებს – მონაწილეობს “ნატოს” სამხედრო მისიებსა და ერთობლივ სწავლებებში, მრავლდება თანამშრომლობის ფორმატები. ქართველი ხალხი ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მთავარ ინსტრუმენტად სწორედ “ნატოს” წევრობას მიიჩნევს, რაც გაწევრიანების სტაბილურად მაღალ მხარდაჭერაში გამოიხატება. მეორე მხრივ,…

სოლიდარობა დაკავებულ აქტივისტებს

დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, საქართველოს ხელისუფლებები კანონსა და სამართალს ორმაგი სტანდარტით ეპყრობიან. ერთი და იმავე ქმედებისთვის მთავრობასთან დაახლოებული პირები პასუხისმგებლობას თავიდან ირიდებენ, ხოლო რიგითი მოქალაქეები უმკაცრესად ისჯებიან. ამის ნათელ მაგალითად გამოდგებიან ის მოძალადე ძალოვნები, რომლებიც მოქალაქეების დასახიჩრების, უკანონო დაკავებებისა და სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემის მიუხედავად, მაინც დაუსჯელი რჩებიან. გვახსოვს შემთხვევებიც, როცა “ქართული ოცნების” სასამართლოს მკვლელობაში ბრალდებული…

არ გაისროლო პიროტექნიკა!

ყოველწლიურად, პიროტექნიკის გამოყენება გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ადამიანების, ცხოველებისა და ფრინველების ჯანმრთელობას.ამპუტირებული თითები, დახოცილი ფრინველები, დასტრესილი ცხოველები, მოწამლული ჰაერი და განადგურებული ქონება რამდენიმეწუთიან სანახაობად არ ღირს. #არგაისროლო #არაპიროტექნიკას

21 დეკემბერს, ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო სხდომა გაიმართება.

ხვალ, 21 დეკემბერს, 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო სხდომა გაიმართება.კანდიდატის სტატუსის მიღება საქართველოს საბოლოო გამარჯვებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამ გზაზე წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა ლაზარესა და სხვა პატრიოტი მოქალაქეების ბრძოლის გარეშე.გავაგონოთ მხარდაჭერა ლაზარეს სასამართლო დარბაზში! 🇬🇪🇪🇺

ევროკომისიის რეკომენდაცია დადებითია!

დიდი მადლობა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელსაც ქვეყნის შინ დაბრუნებისთვის ერთი აგური მაინც დაუდია.კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება 2023 წლის დეკემბერში გამოცხადდება. თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, უნდა გვესმოდეს, რომ ეს საბოლოო დანიშნულების წერტილი არაა. საქართველოს ეროვნული მიზანი ევროკავშირის წევრობაა. ამიტომ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლა გრძელდება! #შინევროპისკენ #home2eu

მხარი დაუჭირე ქართულ ლეგიონს უკრაინაში

“ქართული ლეგიონი” მოხალისეობრივი სამხედრო დანაყოფია, რომელიც 2014 წელს უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყებისას შეიქმნა და დღემდე აქტიურადაა ჩართული მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციებში.უკრაინისა და საქართველოსთვის ამ ისტორიულ მომენტში, თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია, მხარი დავუჭიროთ ქართველ გმირებს, რომლებიც ორი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად იბრძვიან.🔗 georgianlegion.ge